ბიოგრაფია
დაიბადა 14.12.1927 ბერლინში, ქართველი ემიგრანტის ოჯახში
1934 bis 1939 ბერლინ-ვილმერსდორფის საჯარო სკოლა
1939-1942 ბერლინ-ვილმერსდორფის ჰუმანიტარული ფიჰტე-გიმნაზია/ფიჰტეს სახელობის ჰუმანიტარული გიმნაზია
1942-1945 ბერლინ-შარლოტენბურგის მოლტკეს გიმნაზია მოლთკეს სახელობის გიმნაზია.
საჰაერო თავდასხმების გამო 1943 წლის გაზაფხულიდან 1944 წლის შემოდგომამდე სკოლა გადატანილ იქნა იაროშინში (დღევანდელი პოლონეთი).
1945 bis 1946 ბისმარკის ჰუმანიტარული გიმნაზია
1946 6 თებერვალი მამასთან ერთად მოტყუებით ბერლინის დასავლეთ სექტორიდან აღმოსავლეთ სექტორში გადაიყვანეს. მამა, ტიტე მარგველაშვილი, გადაყვანილ და დახვრეტლ იქნა მოსკოვში.
1946 თებერლიდან აგვისტომდე დაკავებული იყო ბერლინ-ვაისენზეეს საბჭოთა კომენდანტურასა და ჰოენშონჰაუზენის ბანაკში.
1946 აგვისტოდან 1947 შემოდგომამდე დაკავებული იყო საქსენჰაუზენის საბჭოთა ბანაკში
1947 წლის შემოდგომაზე გადაიყვანეს საქართველოში და შსსკ-ს ბრძანებით მოათავსეს ნათესავებთან
1947 - 1952 სწავლობდა გერმანისტიკას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
1954 - 1957 ასპირანტურა გერმანისტიკაში
1957 - 1970 გერმანული და ინგლისური ენების მასწავლებელი თბილისის უცხო ენათა ინსტიტუტში
1967 ჰაინრიხ ბიოლის ვიზიტი
1969 როგორც თარჯიმანი რუსთაველის თეატრთან ერთად გაემგზავრა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვიზიტი ვოლფ ბირმანთან
1970 - 1980 დაქორწინებული იყო გერმანისტ, მწერალ და პუბლიცისტ ნაირა გელაშვილზე
1971 მეცნიერ-თანამშრომელი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან არსებული ფილოსოფიის ინსტიტუტში
1975 დაიბადა ქალიშვილი ანა
Seit 1983 წლიდან მეგობრობს აღმოსავლეთ ბერლინერ პუბლიცისტ ეკერჰარდ მაასთან
Seit 1989 rწლიდან რეგულარული ვიზიტები გერმანიაში, ეკეჰარდ მაასთან ერთად შეხვედრები პოეტებსა და მხატვრებთან პრენცლაუერბერგიდან, ასევე ისეთ მწერლებთან როგორებიც არიან ანდრეი ბიტოვი, ბულატ ოკუჯავა, ჩინგიზ აიტმატოვი, ალან გინსბურგი და ერნსტ იანდლი
1990/91 დაად და ჰაინრიხ ბიოლის ფონდის სტიპენდიები
1991 - 1994 გერმანიაში გამოქვეყნდა მისი ექვსი წიგნი
1993 წლიდან ცხოვრობს ბერლინში
1994 წლის დეკემბერში მიენიჭა გერმანიის მოქალაქეობა და გერმანიის პრეზიდენტის საპატიო სტიპენდია
1995 გახდა ქალაქ რაინსბერგის ქალაქის მწერალი, შეიქმნა კანტაქტი Kantakt
1996 კითხულობს ლექციებს პოეტიკაზე ქალაქ ბამბერგში
1997 გოეთეს ინსტიტუტის მეშვეობით მოგზაურობს ამერიკის შეერთებულ შტატებში
2007 წლიდან მისი წიგნები იბეჭდება გამომცემლობა Verbrecher Verlag
2011 წლიდან ცხოვრობს თბილისში
ჯილდოები
1995 ბრანდენბურგის ფედერალური მიწის ლიტერატურული პრემია
1997 წამახალისებელი ჯილდო ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის
1998 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი
2002 ქალაქ მერცინგის გუსტავ-რეგლერის ჯილდო
2006 გოეთეს მედალი
2008 გერმანიის უმაღლესი სახელმწიფო ჯილდო Bundesverdiestkreuz
2013 ქართულ-გერმანული კულტურის პრემია
2013 იტალო სვევოს სახელობის პრემია
2015 წელს მიენიჭა ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი და ქართული ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.